სოციალური პროექტი ,,ნუ იქნები ბულერი"
მასწავლებლის ბლოგი
Wednesday, June 14, 2017
Tuesday, June 13, 2017
Tuesday, June 6, 2017
Tuesday, May 30, 2017
ბუკლეტი მომზადებულია
მოსწავლეებმა შაბლონის მიხედვით შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გამზადებულია დასაბეჭდად. აღნიშნული ბუკლეტი დაურიგდება საზოგადოებას პროექტის პრეზენტაციის შემდეგ...
Wednesday, May 24, 2017
ვემზადებით მუსიკალური ნომრისთვის
მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა (პროექტის გეგმისგან დამოუკიდებლად) მოემზადებინათ სიმღერა ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების" სიმღერის ,,ველოსიპედის" მოტივებზე. ბავშვებს დავეხმარე ტექსტის ბულინგის თემაზე მორგებაში, ჩამოვტვირთეთ სიმღერის კარაოკე ვარიანტი ვიდეოპორტალიდან და შევუდექით მუსიკალური ნომრისთვის მზადებას! (სიმღერის იდეა ვფიქრობ განაპირობა ბულინგის პრობლემაზე ინფორმაციის სიმძიმემ)...
Monday, May 22, 2017
Thursday, May 18, 2017
Wednesday, May 17, 2017
Monday, May 15, 2017
Thursday, May 11, 2017
ქუჩის გამოკითხვა
დღეს, პირველი ჯგუფის ბავშვებმა ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა თემაზე-,,ფარული ბულინგი" და გამოკითხვის შედეგები განათავსეს ჯგუფის ბლოგზე.
Friday, April 28, 2017
Thursday, April 27, 2017
Wednesday, April 26, 2017
ინფორმაციის მოძიება
აქტიურად მიმდინარეობს ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეები სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე ჩემთან, მთხოვენ, გადავხედო მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და შევაფასო, შესაბამისობაშია თუ არა მათი ჯგუფის დავალებასთან... ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს პრობლემა.
ახლა უკვე ახარისხებენ და ალაგებენ ინფორმაციას...
Friday, April 21, 2017
ფილმის ჩვენება
დღეს, ბულინგის თემასთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად ვუყურეთ რამდენიმე მინი ვიდეო ფილმს, რომლებიც ჩამოვტვირთეთ youtube ვიდეოპორტალიდან იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ პრობლემასთან დაკავშირებით. ამავე დროს მათ მიეცათ სწორი მიმართულება, თუ როგორ უნდა წარემართათ საპროექტო მუშაობა.
მოსწავლეებისაგან წამოვიდა ახალი იდეები, რომლის გათვალისწინებითაც მოვახდინე პროექტის გეგმის მოდიფიცირება.
ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც გამოვიყენე ვიდეოჩვენებისას!
Thursday, April 20, 2017
საპროექტო ჯგუფების შექმნა
პროექტის იდეა მომწიფდა კლასში ვიდეორგოლის ,,ძალა ერთობაშია" გადაღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ოჯახური ძალადობის შესახებ. დღეს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადავდგით პირველი ნაბიჯი- მოსწავლეები განაწილდნენ ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში კენჭისყრით განაწილდა საკვლევი თემები: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, ფიზიკური ბულინგი და კიბერ ბულინგი.
იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა!!!
Subscribe to:
Posts (Atom)