Wednesday, June 14, 2017

პროექტის პრეზენტაცია


დღეს პროექტის ,,ნუ იქნები ბულერი" პრეზენტაცია შედგა. დამსწრე საზოგადოებამ პროექტი დადებითად შეაფასა!



Tuesday, June 13, 2017

პროექტის პრეზენტაციისთვის დარბაზიც მზადაა!

პროექტის პრეზენტაციისთვის მოვამზადეთ ასოები წარწერის გასაკეთებლად, მოვაწყეთ დარბაზი, ვფიქრობ მოსწავლეებს ეს კარგად გამოუვიდათ, ძალიან იყოჩაღეს!!!

Tuesday, June 6, 2017

ვემზადებით პრეზენტაციისთვის

მოსწავლეები ემზადებიან პროექტის პრეზენტაციისთვის, ყველაფერი მზად აქვთ, ველოდებით სკოლაში პრეზენტაციისათვის ხელსაყრელ დროს... 


Tuesday, May 30, 2017

ბუკლეტი მომზადებულია

მოსწავლეებმა შაბლონის მიხედვით შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გამზადებულია დასაბეჭდად. აღნიშნული ბუკლეტი დაურიგდება საზოგადოებას პროექტის პრეზენტაციის შემდეგ... 

Wednesday, May 24, 2017

ვემზადებით მუსიკალური ნომრისთვის

მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა (პროექტის გეგმისგან დამოუკიდებლად) მოემზადებინათ სიმღერა ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების" სიმღერის ,,ველოსიპედის" მოტივებზე. ბავშვებს დავეხმარე ტექსტის ბულინგის თემაზე მორგებაში, ჩამოვტვირთეთ სიმღერის კარაოკე ვარიანტი ვიდეოპორტალიდან და შევუდექით მუსიკალური ნომრისთვის მზადებას!  (სიმღერის იდეა ვფიქრობ განაპირობა ბულინგის პრობლემაზე ინფორმაციის  სიმძიმემ)... 

Monday, May 22, 2017

პოლიციის რაიონულ განყოფილებაში


დღეს მე-3 ჯგუფი, რომელიც მუშაობდა კიბერბულინგის თემაზე, ჩემთან ერთად ესტუმრა პოლიციის რაიონულ განყოფილებას. ინტერვიუ უფროს გამომძიებელთან საინტერესო  აღმოჩნდა...


Thursday, May 18, 2017

სამედიცინო დაწესებულებაში

დღეს მე-4 ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ფიზიკური ბულინგის თემაზე, ჩემთან ერთად ესტუმრა ახალციხის ფედერალურ საავადმყოფოს და კლინიკა ,,იმედს". ექიმებთან ინეტრვიუ წარმატებული აღმოჩნდა...


Wednesday, May 17, 2017

ინტერვიუ

დღევანდელი ინტერვიუც წარუმატებელი აღმოჩნდა...!!!  (მიზეზი ინტერვიუერის მხრიდან უარი იყო)

Monday, May 15, 2017

ინტერვიუ

დღევანდელი ინტერვიუ წარუმატებელი აღმოჩნდა...!!!
(მიზეზი ინტერვიუერის მხრიდან უარი იყო)

Thursday, May 11, 2017

ქუჩის გამოკითხვა

 დღეს, პირველი ჯგუფის ბავშვებმა ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა თემაზე-,,ფარული ბულინგი" და გამოკითხვის შედეგები განათავსეს ჯგუფის ბლოგზე.


Friday, April 28, 2017

ბლოგების შექმნა

დღეს, თითოეული ჯგუფის თითო წარმომადგენელმა, შექმნა პროექტის ბლოგი საკუთარი ნამუშევრების, პროექტის პროდუქტების და სამუშაო პროცესის ამსახველი მასალის გამოსაქვეყნებლად.

Thursday, April 27, 2017

პრეზენტაციების მომზადება

მოსწავლეებმა დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში PowerPoint 


Wednesday, April 26, 2017

ინფორმაციის მოძიება

აქტიურად მიმდინარეობს ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეები სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე ჩემთან, მთხოვენ, გადავხედო მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და შევაფასო, შესაბამისობაშია თუ არა მათი ჯგუფის დავალებასთან...  ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს პრობლემა.
 ახლა უკვე ახარისხებენ და ალაგებენ ინფორმაციას...

Friday, April 21, 2017

ფილმის ჩვენება

  დღეს,  ბულინგის თემასთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად ვუყურეთ რამდენიმე მინი ვიდეო ფილმს, რომლებიც ჩამოვტვირთეთ youtube ვიდეოპორტალიდან იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ პრობლემასთან დაკავშირებით. ამავე დროს მათ მიეცათ სწორი მიმართულება, თუ როგორ უნდა წარემართათ საპროექტო მუშაობა.
  მოსწავლეებისაგან  წამოვიდა ახალი იდეები, რომლის გათვალისწინებითაც მოვახდინე პროექტის გეგმის მოდიფიცირება.



ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც გამოვიყენე ვიდეოჩვენებისას!







Thursday, April 20, 2017

საპროექტო ჯგუფების შექმნა

 პროექტის იდეა მომწიფდა კლასში  ვიდეორგოლის ,,ძალა ერთობაშია" გადაღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ოჯახური ძალადობის შესახებ. დღეს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადავდგით პირველი ნაბიჯი- მოსწავლეები განაწილდნენ ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში  კენჭისყრით განაწილდა საკვლევი თემები: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, ფიზიკური ბულინგი და კიბერ ბულინგი. 
  იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა!!!