თემის ჩართულობა

მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლეს, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებთან ინტერვიუს საშუალებით, აგრეთვე პოლიციაში ახალციხის რაიონული განყოფილების უფროს გამომძიებელ ზაურ კაპანაძესთან, ფედერალური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმ გიორგი ქურდაძესთან და კლინიკა ,,იმედის" ემერჯენსის მორიგე ექიმ მაგული კაპანაძესთან.
პოლიციაში ვიზიტამდე ელ. ფოსტით დავეკონტაქტე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის ასაღებად, ვინაიდან მანდატურებთან და პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილების წარმომადგენლებთან ინტერვიუ ვერ შედგა. მათგან ასეთი შინაარსის წერილი მივიღე:


მიუხედავად ამისა მაინც ვესტუმრათ პოლიციის რაიონულ განყოფილებას, სადაც უფროსი გამომძიებელი დიდი გულისხმიერებით მიუდგა ბავშვების ვიზიტს და მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

No comments:

Post a Comment