Friday, April 28, 2017

ბლოგების შექმნა

დღეს, თითოეული ჯგუფის თითო წარმომადგენელმა, შექმნა პროექტის ბლოგი საკუთარი ნამუშევრების, პროექტის პროდუქტების და სამუშაო პროცესის ამსახველი მასალის გამოსაქვეყნებლად.

Thursday, April 27, 2017

პრეზენტაციების მომზადება

მოსწავლეებმა დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში PowerPoint 


Wednesday, April 26, 2017

ინფორმაციის მოძიება

აქტიურად მიმდინარეობს ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეები სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე ჩემთან, მთხოვენ, გადავხედო მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და შევაფასო, შესაბამისობაშია თუ არა მათი ჯგუფის დავალებასთან...  ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს პრობლემა.
 ახლა უკვე ახარისხებენ და ალაგებენ ინფორმაციას...

Friday, April 21, 2017

ფილმის ჩვენება

  დღეს,  ბულინგის თემასთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად ვუყურეთ რამდენიმე მინი ვიდეო ფილმს, რომლებიც ჩამოვტვირთეთ youtube ვიდეოპორტალიდან იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ პრობლემასთან დაკავშირებით. ამავე დროს მათ მიეცათ სწორი მიმართულება, თუ როგორ უნდა წარემართათ საპროექტო მუშაობა.
  მოსწავლეებისაგან  წამოვიდა ახალი იდეები, რომლის გათვალისწინებითაც მოვახდინე პროექტის გეგმის მოდიფიცირება.



ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც გამოვიყენე ვიდეოჩვენებისას!







Thursday, April 20, 2017

საპროექტო ჯგუფების შექმნა

 პროექტის იდეა მომწიფდა კლასში  ვიდეორგოლის ,,ძალა ერთობაშია" გადაღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ოჯახური ძალადობის შესახებ. დღეს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადავდგით პირველი ნაბიჯი- მოსწავლეები განაწილდნენ ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში  კენჭისყრით განაწილდა საკვლევი თემები: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, ფიზიკური ბულინგი და კიბერ ბულინგი. 
  იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა!!!