ბულინგის შესახებ

   


   ტერმინი ბულინგი დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ. ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. სპეციალისტების მტკიცებით ის ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სკოლაში გვხვდება. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომელზეც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი
  შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ, არიან ნარცისები და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. სხვა მოსაზრებების მიხედვით, ისინი თვითონვე არიან ძალადობის მსხვერპლნი, მათი თვითშეფასება მყიფეა და მერყევი, აქედან გამომდინარესამართლიანობის აღდგენასისინი პოულობენ მათზე სუსტების დაჩაგვრაში. ბულინგის მსხვერპლი კი სხვებთან შედარებით არის რაიმე ნიშნის მიხედვით განსხვავებული, უფრო პატარა და სუსტი.

 გამოყოფენ ბულინგის რამდენიმე სახეს, ესენია:
ფიზიკური ბულინგი;
ვერბალური ბულინგი;
ფარული/შენიღბული ბულინგი;
კიბერბულინგი.
 
    ბულინგის მოტივები განსხვავებულია, ეს შეიძლება იყოს: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ. მისი შედეგები სავალალოა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიას და რაც ყველაზე მთავარია, თვითშეფასების დაქვეითებას, ეს კი ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

  თავდაჯერებულობის დაკარგვა- არის ბულინგის ერთ-ერთი პირველი ეფექტი. ბავშვი ფიქრობს, რომ ის არ არის ისეთივე კარგი, რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში (მაგ: სპორტში), როგორცმოძალადე.. ბულერი. სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ რეალურად დაჩაგრული/მსხვერპლი ბავშვი სჯობს ამ აქტივობაშიმოძალადეს
და ბულინგი მის წინააღმდეგ შურის ნიადაგზე ხორციელდება..

  თვითკრიტიკა ან უარყოფა - როდესაც ბავშვს ხშირად დასცინიან და ამცირებენ რაიმეს გამო, ის საბოლოო ჯამში იჯერებს, რომ ეს სიმართლეა და იწყებს იმ ფაქტის აღიარებას, რომ, მართლაც, პრობლემა მასშია. განსაკუთრებით დამანგრეველია თვითშეფასებისათვის ისეთ ფიზიკურ ნიშნებზე დაცინვა, რისი შეცვლაც შეუძლებელია, მაგ: სიმაღლე, კანის ფერი და .. ეს ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ არიან სხვებზე ცუდები, ამიტომაც დასცინიან მას განსხვავებულობის გამო.

  საწოლის დასველება (ენურეზი) - ბულინგის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ეფექტს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები, რომლებიც განიცდიან ჩაგვრას/ძალადობას აქვთ მიდრეკილება ბავშვობის პერიოდში ენურეზისაკენ, რაც თვითშეფასებას აზიანებს და უქმნის პრობლემას, რადგან მათ არ შეუძლიათ სირცხვილის გამო სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მაგ: ბანაკში წასვლა ან ღამით მეგობართან დარჩენა.

 იზოლაცია - როცა ბავშვის თვიშეფასება საკმაოდ დაზიანებულია, მას ურჩევნია, რომ თავიდან აირიდოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ბავშვი ხდება დეპრესიული ან აგრესიული. იზოლაციამ კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეიძლება შექმნას, თუ ბავშვი ატარებს მთელ თავისუფალ დროს ოთახში მარტო ამან შეიძლება ასოციალურობა გამოიწვიოს.

 ბულინგის გავლენა თვითშეფასებაზე, აგრეთვე, ვლინდება სუიციდის მცდელობებითა თუ მისი რეალური განხორციელებით. ბავშვი გრძნობს, რომ არასრულფასოვანია, ის ვერასოდეს იქნება ისეთივე კარგი, როგორიც სხვები არიან, მან მუდმივად უნდა იცხოვროს იზოლაციაში, სხვებისგან დაჩაგრულმა და გარიყულმა და იღებს გადაწყვეტილებას, რომ სუიციდით დაასრულოს სიცოცხლე. შესაბამისად სუიციდის რისკი 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბოლო 30 წლის განმავლობაში 50%-მდე გაიზარდა. ფართოდაა ცნობილი ინტერნეტსივრცეში იმ ბავშვების სახელები  რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიდნენ ბულინგს და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

  ასე რომ, პრობლემა მართლაც აქტუალურია, ის ჩვენ გვერდით ცხოვრობს და ვერავინ ვერაფერს შველის. ყველგან - სკოლაში, უმაღლესში, სამსახურში, ინტერნეტში, ეზოში თუ ზაფხულში ნაქირავები აგარაკის საერთო აივანზე. და ზუსტად ერთნაირი სარკასტული ღიმილით დადის ამერიკის, საფრანგეთისა თუ საქართველოს სკოლებსა და თავშეყრის ადგილებში.
  ამ ამბავმა არ იცის ასაკი და ვითარება, ის არ ბერდება და არ კვდება, მხოლოდ სახეს იცვლის. მიდის ცხოვრება პატარა წყენებით. და გულზე გავლით... ტკივილის სიღრმე, ისეთი, რომ არაფერი არ შეედრება და ვერასოდეს გადაწონის აღიარებული ამქვეყნიური პრობლემები. „იმან რომ ეს მითხრა, მე ასე უნდა მეპასუხა... არა, ასე ჯობდა... არა, აი, ასე, მაგალითად... ეს როგორ ვერ მოვიფიქრე, როგორ ვერ ვუთხარი, რამ დამამუნჯა...“ და ასე გრძელდება დაუსრულებლად....
 


No comments:

Post a Comment