მთავარი

მოგესალმებით!
  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე!
მე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და მე-7 დ კლასის ხელმძღვანელი გახლავართ, ამ ბლოგზე თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტს ,,ნუ იქნები ბულერი". ალბათ მიხვდით, პროექტი ეხება პრობლემას, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული მოზარდებში, და არა მხოლოდ მოზარდებში...   
 ეს პრობლემა ბულინგია!
 ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით.
 ,,რისკის ჯგუფში” ხვდებიან   ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და .შ. ბავშვები.
  ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლნი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლნი.
 ვეცდებით, ჩვენი პროექტის საშუალებით გავაანალიზოთ, როგორ უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია და რა უნდა გააკეთოს ამისათვის საზოგადოებამ... 
 ჩემი აზრით, ბლოგზე განთავსებული მასალები ერთგვარი გზამკვლევი იქნება დაინტერესებული ადამიანებისათვის...
  აგრეთვე ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბლოგით დაინტერესებულ ადამიანთა უკუკავშირს, რისთვისაც გთხოვთ გადახვიდეთ გვერდზე ,,გამოკითხვა" და შეავსოთ კითხვარი, რომელიც ძალიან დამეხმარება ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვასა და გაცნობიერებაში.
  
   

No comments:

Post a Comment