Tuesday, May 30, 2017

ბუკლეტი მომზადებულია

მოსწავლეებმა შაბლონის მიხედვით შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გამზადებულია დასაბეჭდად. აღნიშნული ბუკლეტი დაურიგდება საზოგადოებას პროექტის პრეზენტაციის შემდეგ... 

Wednesday, May 24, 2017

ვემზადებით მუსიკალური ნომრისთვის

მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა (პროექტის გეგმისგან დამოუკიდებლად) მოემზადებინათ სიმღერა ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების" სიმღერის ,,ველოსიპედის" მოტივებზე. ბავშვებს დავეხმარე ტექსტის ბულინგის თემაზე მორგებაში, ჩამოვტვირთეთ სიმღერის კარაოკე ვარიანტი ვიდეოპორტალიდან და შევუდექით მუსიკალური ნომრისთვის მზადებას!  (სიმღერის იდეა ვფიქრობ განაპირობა ბულინგის პრობლემაზე ინფორმაციის  სიმძიმემ)... 

Monday, May 22, 2017

პოლიციის რაიონულ განყოფილებაში


დღეს მე-3 ჯგუფი, რომელიც მუშაობდა კიბერბულინგის თემაზე, ჩემთან ერთად ესტუმრა პოლიციის რაიონულ განყოფილებას. ინტერვიუ უფროს გამომძიებელთან საინტერესო  აღმოჩნდა...


Thursday, May 18, 2017

სამედიცინო დაწესებულებაში

დღეს მე-4 ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ფიზიკური ბულინგის თემაზე, ჩემთან ერთად ესტუმრა ახალციხის ფედერალურ საავადმყოფოს და კლინიკა ,,იმედს". ექიმებთან ინეტრვიუ წარმატებული აღმოჩნდა...


Wednesday, May 17, 2017

ინტერვიუ

დღევანდელი ინტერვიუც წარუმატებელი აღმოჩნდა...!!!  (მიზეზი ინტერვიუერის მხრიდან უარი იყო)

Monday, May 15, 2017

ინტერვიუ

დღევანდელი ინტერვიუ წარუმატებელი აღმოჩნდა...!!!
(მიზეზი ინტერვიუერის მხრიდან უარი იყო)

Thursday, May 11, 2017

ქუჩის გამოკითხვა

 დღეს, პირველი ჯგუფის ბავშვებმა ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა თემაზე-,,ფარული ბულინგი" და გამოკითხვის შედეგები განათავსეს ჯგუფის ბლოგზე.