Friday, April 28, 2017
Thursday, April 27, 2017
Wednesday, April 26, 2017
ინფორმაციის მოძიება
აქტიურად მიმდინარეობს ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეები სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე ჩემთან, მთხოვენ, გადავხედო მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და შევაფასო, შესაბამისობაშია თუ არა მათი ჯგუფის დავალებასთან... ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს პრობლემა.
ახლა უკვე ახარისხებენ და ალაგებენ ინფორმაციას...
Friday, April 21, 2017
ფილმის ჩვენება
დღეს, ბულინგის თემასთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად ვუყურეთ რამდენიმე მინი ვიდეო ფილმს, რომლებიც ჩამოვტვირთეთ youtube ვიდეოპორტალიდან იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ პრობლემასთან დაკავშირებით. ამავე დროს მათ მიეცათ სწორი მიმართულება, თუ როგორ უნდა წარემართათ საპროექტო მუშაობა.
მოსწავლეებისაგან წამოვიდა ახალი იდეები, რომლის გათვალისწინებითაც მოვახდინე პროექტის გეგმის მოდიფიცირება.
ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც გამოვიყენე ვიდეოჩვენებისას!
Thursday, April 20, 2017
საპროექტო ჯგუფების შექმნა
პროექტის იდეა მომწიფდა კლასში ვიდეორგოლის ,,ძალა ერთობაშია" გადაღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ოჯახური ძალადობის შესახებ. დღეს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადავდგით პირველი ნაბიჯი- მოსწავლეები განაწილდნენ ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში კენჭისყრით განაწილდა საკვლევი თემები: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, ფიზიკური ბულინგი და კიბერ ბულინგი.
იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა!!!
Subscribe to:
Posts (Atom)